ENG GEO

Search form

გიორგი ჭანტურია გერმანიის აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტში ჩაირიცხა!

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებული გიორგი ჭანტურია სრული დაფინანსებით ჩაირიცხა გერმანიის აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტის (RWTH Aachen University) სამაგისტრო პროგრამაზე.

გიორგი ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ჩაერთო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და საკუთარი კვლევის წინასწარი შედეგები ჯერ 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე (ზაგრები) წარადგინა, ხოლო 2017 წელს მისი ნაშრომი დაბეჭ პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში (Physics of Plasmas) და მისინახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივში.

2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგგიორგიმ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.

სექტემბრიდან კი მისი სურვილის შესაბამისად მსოფლიოს ერთერთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.