ENG GEO

Search form

ლადო რაზმაძე სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლადო რაზმაძე ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის ბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად გერმანული მხარე დააფინანსებს.

ლადო რაზმაძე ფიზიკის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია რომლის ინტერესების განსაკუთრებული სფეროა თეორიული ფიზიკა. 

2017 წელს იგი ერთი სემესტრის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტში. 

ამჟამად ლადო აქტიურად მონაწილეობს ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში და ამ კვლევების წინასწარი შედეგები 

ერევანში ახლახან გამართულ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

მიუხედავად იმასა რომ ლადოს შეეძლო სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგრძელებინა მან არჩევანი ევროპაზე გააკეთა და სექტემბრიდან 

სწავლას გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს.