ENG GEO

Search form

MACS-ელი თორნიკე ონოფრიშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარსდგა

თავისუფალი უნივერსიტეტის მათიმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილი ორი მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც იაპონიაში ჩატარდა.

სიმპოზიუმი ეძღვნებოდა მიკრო და ოპტიკური სისტემების შესწავლასა და მათ დანერგვას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

თორნიკეს მოხსენება ეხებოდა ოპტიკური გამაძლიერებლის მოდელის შექმნასა და მათ დანერგვას ფოტონურ ნანოსტრუქტურებში. მის მოხსენებებში მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო ოპტიკური კომპიუტერის შექმნის იდეაზე.

თორნიკე უკვე ორი წელია მუშაობს პროექტზე, რომელიც ფინანსდება საქართველოსა და ევროპის ფონდების მხრიდან. მან ახლახანს დაამთავრა სამეცნიერო ნაშრომის დაწერა გერმანელ კოლეგებთან ერთად და წარადგინა გამოსაქვეყნებლად სამეცნიერო ჟურნალში.

თორნიკეს სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.