ENG GEO

Search form

თავისუფალმა უნივრსიტეტმა მორიგი ავტორიზაცია მიიღო

თავისუფალმა უნივერსიტეტმა მორიგი ავტორიზაცია მიიღო სრული შესაბამისობით უმაღლესი განათლების უკლებლივ ყველა სტანდარტთან.

ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის თანახმად, თავისუფალ უნივერსიტეტს გამოარჩევს: 

○ სტუდენტზე მორგებული სწავლება, სტუდენტების უშუალო და ღია ურთიერთობით პერსონალთან. სტუდენტთა მიმართ ასეთი მიდგომა ასახავს უნივერსიტეტისათვის უაღრესად ინოვაციურ, არასტანდარტულ მიდგომას სწავლების პროცესისადმი;

○ უნივერსიტეტის მთელი პერსონალის და რესურსების ცალსახა შესატყვისობა უნივერსიტეტის მისიასთან, ისე როგორც ეს განსაზღვრული იყო მისი დამფუძნებლის მიერ.

ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში აღნიშნულია, რომ: “[...] წარმატებაში წვლილი აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის გამიზნულად ჰორიზონტულ, არაბიუროკრატულ სტრუქტურას, საბჭოებისა და კომისიების მცირე რაოდენობას, მოკლე დისტანციას სტუდენტსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და მათ ორიენტირებულობას პრობლემის გადაწყვეტაზე. ასევე, შიდა ურთიერთანამშრომლობის მტკიცე სულისკვეთებას და მთელი პერსონალის გამორჩეულ ერთგულებას უნივერსიტეტის მისიისადმი და პრიორიტეტებისადმი.”

ავტორიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებელთა განსაკუთრებულ ნდობას იმ გამოყენებადი ცოდნის მიმართ, რომელსაც სტუდენტები ღებულობენ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას, რაც უნივერსიტეტის გამართული ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური პერსონალის, სტუდენტთა უნარების განვითარებაზე ფოკუსირებისა და მმართველობის არაბიუროკრატიული სტილის შედეგია.

თავისუფალი უნივერსიტეტის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე იყო გი ჰუგი, რომელიც ბოლონიის პროცესის ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლება.