ENG GEO

Search form

მართვის სკოლის სტუდენტების ვიზიტი ბუდაპეშტში

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა მოხსენება წაიკითხეს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (Central European University) ისტორიის კვლევის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.
 
კონფერენციის თემა იყო „კრიზისთან გამკლავება“. მარიამ მოსიაშვილის მოხსენება პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს ეხებოდა: ,,Identity Crisis and Ever-Changing National Narratives in Post-Soviet Georgia”, ანი ტალახაძემ წაიკითხა მოხსენება ,,Vita Activa as the Way of Coping with Social Crisis and a Path towards Happiness”, ხოლო მარიამ მუმლაძემ წარმოადგინა ნაშრომი სათაურით: ,,How the social and political crises of Soviet Union are reflected on the Architecture”.
სტუდენტების ვიზიტი ბუდაპეშტში ცოდნის ფონდმა დააფინანსა.