ENG GEO

Search form

VA[A]DS-ის სადიპლომო გამოფენა

17 ნოემბერი - 30 ნოემბერი, 2018

გამოფენის გახსნა შაბათი, 17 ნოემბერი, 16:00-19:00 საათამდე

ანასტასია ახვლედიანი
მარიამ ცალანი 
ინგა ხატიაშვილი 
თიკა შელია 
სოფო ჯაყელი

დიპლომის ხელმძღვანელები: 
ლევან მინდიაშვილი 
ნია მგალობლიშვილი 
სანდრო ჩხაიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა მოხარულია წარმოგიდგინოთ ხელოვნების პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. 
ექპოზიცია აერთიანებს ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამის სამივე მიმართულების: ფერწერის, ინტერიერის დიზაინისა და კომუნიკაციის დიზაინის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრებს. გამოფენა VA[A]DS-ის შენობის პირველ და მეორე სართულის გალერეებშია წარმოდგენილი. 

თიკა შელია ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებულია და მისი სადიპლომო ნამუშევარი სამნაწილიანი ინსტალაციაა სათაურით “უსახელო ნიშნები." ნამუშევარი საგამოფენო სივრცის ორ სართულზეა განაწილებული. თიკა შელია ინსტალაციის ვერტიკალური ფერადი გამჭვირვალე “ფარდებით” საინტერესო დინამიკას ქმნის სივრცეში. ავტორი ფერადი “ფარდების” ფონზე სამ ობიექტს წარმოგვიდგენს. ეს ქანდაკება-ობიექტები ერთი შეხედვით ნაცნობ ფუნქციურ ნივთებს გვაგონებენ, თუმცა მათ თავისი საწყისი დანიშნულება დაკარგული აქვთ. ინსტალაცია საბჭოთა პერიოდის არქიტექტურისა და ძველი ქართული პროდუქტის დიზაინის ნაზავია. 

ფერწერის მიმართულების კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანის ნამუშევრების სერია “თამაში რა გასართობია?” შელიას ინსტალაციის მსგავსად ორივე სართულზეა გამოფენილი. ახვლედიანის სადიპლომო ნამუშევარი მრავალ ობიექტს მოიცავს. მთლიანი სერია სამნაწილიანია და შექმნილია ვირტუალური თამაშების ვიზუალური იმიჯების გავლენით. ორგანზომილებიანი ობიექტები კედელზეა გამოფენილი. ისინი განსხვავებული ფორმებით იმეორებენ ვირტუალური თამაშების პრინციპებს, თუმცა მათ აქვთ ერთი საერთო: სამივე თამაში არის წაგებული. ავტორის აზრით, ამ კონკრეტული თამაშებიდან მხოლოდ მაშინ ვიღებთ საინტერესო ვიზუალს თუ ისინი წაგებულია. 

სოფო ჯაყელი, ინგა ხატიაშვილი და მარი ცალანი კომუნიკაციის დიზაინის კურსდამთავრებულები არიან. 
ინგა ხატიაშვილის სადიპლომო პროექტი მოიცავს ფიქტიური კომპანიის "ფორტაიდი"-ს ბრენდბუქის ანუ ვიზუალური იდენტობის შექმნას. "ფორტაიდი" არის კომპანია, რომლის მისია თანამედროვე და ტრადიციული ქართული მუსიკის ციფრული და ფიზიკური პლატფორმის შექმნაა. ლოგო ინსპირირებულია ოთხი მუსიკალური მიმართულებით, რომლებიც გამოფენაზე ცალკეული პლაკატის სახით არიან წარმოდგენილები. 

სოფო ჯაყელის ნამუშევარი წარმოადგენს ქართულ ბაზარზე აქამდე არარსებული პროდუქტის - მუქი სიდრის ბრენდბუქსა და პლაკატს. ბრენდის შექმნის ინპირაცია გამომდინარეობდა სიახლის შემოტანის სურვილით. ქართული კულტურაში ღვინო ტრადიციული ელემენტია, ხოლო სოფო ჯაყელის მიერ არჩეული მუქი სიდრი, მორგებულია ახალგაზრდულ სექტორზე და მას მრავალფეროვნება შემოაქვს, გამოირჩევა ინოვაციური გემოთი და განსაკუთრებული მუქი ფერით.

მარიამ ცალანის სადიპლომო ნამუშევარი სამეფო უბნის თეატრის ბრენდბუქი და პლაკატებია. მისთვის უშუალოდ პროექტზე მუშაობა მოიცავდა თეატრის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ინტერიერის შესწავლას, სპექტაკლებზე დასწრებას, თეატრის თანამშრომლებთან და მაყურებლებთან კომუნიკაციას. ეს მას დაეხმარა მთლიანად გაეთავისებინა ‘სამეფო უბნის თეატრის’ სული და ამ გამოცდილებამ ვიზუალური ფორმით ბრენდ ბუქის სახე მიიღო.