ENG GEO

Search form

აკადემიური კონფერენცია: საქართველოს პირველი რესპუბლიკა - სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა

სამშაბათი, 11 December, 2018

11 დეკემბერს 10:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), გაიმართება აკადემიური კონფერენცია "საქართველოს პირველი რესპუბლიკა - სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა".

კონფერენციის გახსნა 11:00 - 11:30

ვახტანგ ლეჟავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი

ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

პანელი I 11:30 - 13:30

პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები

მომხსენებლები:
"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და საერთაშორისო აღიარება" - გიორგი ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის მკვლევარი

"მოდერნული სახელმწიფოს მშენებლობის პირველი მცდელობა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუციური საფუძვლები" - ბექა კობახიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი

"დემოკრატიული მართვის კულტურის გამოწვევები - პოლიტიკურ ძალთა ბალანსი" - ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB), გამგეობის წევრი

მოდერატორი:
ნათია ხანთაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი 

პანელი II 14:30- 16:30

პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა

მომხსენებლები:
"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია შედარებით-სამართლებრივ პერსპექტივაში" - გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 წლებში

"პოლიტიკური კონკურენცია და თანამშრომლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში: მითები ფაქტების პირისპირ" - გიორგი კანდელაკი, საქართველოს პარლამენტის წევრი

"საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და მის წინაშე არსებული გამოწვევები" - დიმიტრი სილაქაძე, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების მკვლევარი

მოდერატორი:
დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

პანელი III 17:00 - 18:30

რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პირველ რესპუბლიკაში

მომხსენებლები:
"ეკლესია ორ რესპუბლიკას შორის" - მერაბ ღაღანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი

"საკუთრების უფლება და ეკლესია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში" - რუსუდან კობახიძე-აროშვილი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)

მოდერატორი:
ბექა მინდიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი

გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/STcSEqRwA88RUAmi2

FB ივენთი

Send notification via e-mail: