ENG GEO

Search form

უნივერსიტეტის კანცლერისა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი ჩინეთში

მსოფლიო კონფუცის ინსტიტუტების კონფერენციაზე ჩინეთის ქალაქ ჩენტუში, რომელზეც იმყოფებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე კაჭარავა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას თავისუფალ უნივერსიტეტსა და ხენანის პროვინციის ჭენგჭოუს უნივერსიტეტს შორის.
 
შეხვედრისას აღინიშნა, რომ  უნივერსიტეტები აქტიურად ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგში. ხენანის პროვინცია ითვლება ჩინური ცივილიზაციის აკვნად და უამრავი ისტორიული ღირშესანიშნაობით არის ცნობილი. ჩინეთის ძველი დედაქალაქებიდან სამი ხენანის პროვინციაშია: ლოიანგი, ქაიფენგი და ანიანგი. დამწერლობის უძველესი ნიმუშები, წარწერები კუს ბაკნებსა და ძვლებზე, აღმოჩენილია ამავე პროვინციის ქალაქ ანიანგში. ხენანის პროვინციაში ასევე ცნობილი შაოლინის მონასტერი მდებარეობს. აღნიშნული პროვინცია ახლოსაა, როგორც დედაქალაქ პეკინთან, ასევე ჩინეთის უდიდეს კომერციულ და ფინანსურ ცენტრთან - შანხაისთან. 
ასევე, თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტთან, რომელთანაც აგრეთვე აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.