ENG GEO

Search form

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი"

პარასკევი, 21 December, 2018

21 დეკემბერს 10:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #420), თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და "მომავალ დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით გაიხსნება ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი".

კონფერენციის თანამონაწილეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

კონფერენციის მომხსენებლები არიან საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. მათ თავად აირჩიეს ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი), შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა) და ევროატლანტიკური მიმართულების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ქვეყნებიდან საკონფერენციო თემის მიმართულება და განავრცეს მოცემული თემატიკა შემდეგ სფეროებში:

  • ისტორია და რელიგია
  • ხელოვნება და კულტურა
  • ეკონომიკა და ბიზნესი
  • სამართალი
  • პოლიტიკა და უსაფრთხოება (ტერორიზმი) და სხვა.

 

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის დღის განრიგი

Send notification via e-mail: