ENG GEO

Search form

ყველა საერთაშორისო სტანდარტს მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტი აკმაყოფილებს

თავისუფალი უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომლის სტანდარტებიც სრულად შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს, იმ 28 უნივერსიტიდან, რომელმაც 2018 წელს გაიარა ავტორიზაციის პროცესი, რაც დასტურდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით.
 
 
უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო 7 სტანდარტი, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ქვესტანდარტს.
 
 
ჯამში, საქართველოს მასშტაბით ავტორიზაციის მიღება/განახლება 28 უნივერსიტეტს უწევდა, საიდანაც სხვადასხვა ხარისხის ავტორიზაცია 24-მა მიიღო.
 
 
აქედან ყველა, შვიდივე მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა მხოლოდ ერთმა - თავისუფალმა  უნივერსიტეტმა.
 
 
დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე ჩანს, რომ მოთხოვნები დანარჩენ სხვა უნივერსიტეტებზე უკეთ დააკმაყოფილეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და ილიას უნივერსიტეტმა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ 7-დან 6 სტანდარტი დააკმაყოფილეს სრულად. სხვა უნივერსიტეტბმა კი - ნაკლები.
 
 
იხ. ცხრილი ამ ინფორმაციით, რომელიც მომზადებულია eqe.ge-ზე დაყრდნობით.
 
 
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების ნაწილს მომავალში აქვთ გასავლელი ეს პროცესი. მაგალითად, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.