ENG GEO

Search form

პროფესორ ჯონგ სუგ იუს საჯარო ლექცია "აღმოაჩინე კორეა ენისა და კულტურის მეშვეობით"

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019

27 მარტს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პროფესორ ჯონგ სუგ იუს საჯარო ლექცია "აღმოაჩინე კორეა ენისა და კულტურის მეშვეობით".

ლექციაზე პროფესორი ისაუბრებს კორეის, მისი ხალხისა და მათი ტრადიციების, ენისა და კულტურის შესახებ. პროფესორი ჯონგ სუგ იუ არის კორეის უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის დოქტორი. ამჟამად იგი ასწავლის თურქეთში, ერჯიეს უნივერსიტეტში.

პროექტი ხორციელდება კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ენაა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

 

---

Send notification via e-mail: