ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტი და ვოშბორნის უნივერსიტეტი ერთობლივ ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამას განახორციელებენ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლები ბიზნესის სამართლის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას განახორციელებენ.

პროგრამის თანახმად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის 5 სტუდენტი შეძლებს 1 წლის განმავლობაში ისწავლოს აშშ-ში, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 

ვოშბორნის უნივერსიტეტში ათვისებული კრედიტების აღიარება მოხდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.   

კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნეს სამართლის მაგისტრის ორი ხარისხი - როგორც ვოშბორნის უნივერსიტეტის, ისე თავისუფალი უნივერსიტეტისაგან და ცალ-ცალკე გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები.   

თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის ერთობლივი ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს ჩააბაროს ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა.