ENG GEO

Search form

იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია

ოთხშაბათი, 3 აპრილი, 2019

 

3 აპრილს 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვევით საქართველოში იაპონიის ელჩის, ბატონი ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია გაიმართება. 

 

ლექციის თემა იქნება იაპონური მენეჯმენტი და იაპონური კულტურა. ბატონი უეჰარა ისაუბრებს იაპონური კომპანიების მართვის სისტემის სპეციფიკურობაზე, ასევე ამ სფეროში იაპონური კულტურის გავლენაზე. მას კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ერთ-ერთ უძველეს იაპონურ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა.

 

ლექციის სამუშაო ენაა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

 

Send notification via e-mail: