ENG GEO

Search form

კამპუსში პროფესორ ჯონგ სუგ იუს საჯარო ლექცია ჩატარდა

კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების ორგანიზებით, პროფესორ ჯონგ სუგ იუს საჯარო ლექცია "აღმოაჩინე კორეა ენისა და კულტურის მეშვეობით" გაიმართა.

ლექციაზე პროფესორმა ისაუბრა კორეის, მისი ხალხისა და მათი ტრადიციების, ენისა და კულტურის შესახებ. პროფესორი ჯონგ სუგ იუ არის კორეის უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის დოქტორი. ამჟამად იგი ასწავლის თურქეთში, ერჯიეს უნივერსიტეტში.

პროექტი განხორციელდა კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ლექციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.