ENG GEO

Search form

იაპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ საჯარო ლექცია ჩაატარა

კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვევით საქართველოში იაპონიის ელჩის, ბატონი ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია გაიმართა.
 
ლექციის თემა იყო იაპონური მენეჯმენტი და იაპონური კულტურა. ბატონმა უეჰარამ ისაუბრა იაპონური კომპანიების მართვის სისტემის სპეციფიკურობაზე, ასევე ამ სფეროში იაპონური კულტურის გავლენაზე. მას კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ერთ-ერთ უძველეს იაპონურ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა.