ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძის კვირეული - 2019

ორშაბათი, 15 აპრილი, 2019 to შაბათი, 20 აპრილი, 2019

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს.

15 აპრილი, ორშაბათი
18:30-20:00, საკონფერენციო დარბაზი
"გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?" ‒ ქრისტოფერ ლინგლი

 

16 აპრილი, სამშაბათი
15:00, კამპუსის ფოიე
სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

კამპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტის, ზაურ გამყრელიძის მიერ შექმნილი ბრინჯაოს სკულპტურები და აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის, ალექსანდრე კობეშავიძის მიერ ფანქრის გულისგან შექმნილი მინიატურები.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება კვირეულის დასრულებამდე.

 

18 აპრილი, ხუთშაბათი
14:00-17:00, ბიბლიოთეკა
დასაქმების ფორუმი

 

19 აპრილი, პარასკევი
18:30-21:00, საკონფერენციო დარბაზი
ედვარდ გლეიზერის წიგნის - "ქალაქის ტრიუმფი" - ქართული გამოცემის პრეზენტაცია.

ედვარდ გლეიზერი გახლავთ ურბანული ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.
გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

 

20 აპრილი, შაბათი
15:00-16:00, საკონფერენციო დარბაზი
შემეცნებითი კონკურსების მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოება

 

FB Event

Send notification via e-mail: