ENG GEO

Search form

ღამე მუზეუმში

შაბათი, 18 მაისი, 2019
18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძის კამპუსის საბუნებისმეტყველო მუზეუმი ტრადიციულად უერთდება აქციას "ღამე მუზეუმში".
დღის 12 სთ-დან შუაღამის 12 სთ-მდე მუზეუმში მუდმივმოქმედ ანატომიურ, დენდროლოგიურ, ენტომოლოგიურ, მინერალოგიურ და სხვა გამოფენებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ:
  • თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტის, ზაურ გამყრელიძის მიერ შექმნილი ბრინჯაოს სკულპტურების გამოფენა;
  • აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სპეციალობის სტუდენტის ანი ციციშვილის მიერ მიკრობებით შესრულებული ნახატების გამოფენა;
  • მიკოლოგიის ისტორიული ჰერბარიუმის გამოფენა;
  • 20:00 - აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტების პერფორმანსი „მეტამორფოზა“.   
Send notification via e-mail: