ENG GEO

Search form

CIMA-ს აკრედიტაცია IT მენეჯმენტისა და ოპერაციების მენეჯმენტის კონცენტრაციებმაც ოფიციალურად მიიღო

სულ ცოტა ხნის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) IT მენეჯმენტისა და ოპერაციების მენეჯმენტის კონცენტრაციებმაც ოფიციალურად მიიღო CIMA-ს აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დისციპლინების უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ჩაეთვლება CIMA-ს შვიდი გამოცდა.

გასულ წელს CIMA-ს აკრედიტაცია სამაგისტრო პროგრამამ (MBA) და ფინანსების კონცენტრაციამ მიიღო.

სტანდარტულ შემთხვევებში 7 გამოცდისთვის მომზადების საფასური 6 100 ლარია (1 960 ბრიტანული ფუნტი).

აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესის სკოლის სტუდენტები იმდენ თანხას დაზოგავენ, რაც ხშირ შემთხვევაში მათი ორი წლის სწავლის საფასურს უდრის.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის CIMA-ს გამოცდები ავტომატურად სწავლის საფასურში შედის, რადგან ჩვენთან, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, CIMA-ს შესაბამისი თემატიკა სასწავლო კურსებშია.

თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში პირველია, რომლის ბიზნესის სკოლის მიერ გაცემული დიპლომის მფლობელს CIMA-ს შვიდი გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად.

CIMA (Chartered Institute of Management Accountants) დაფუძნებულია 1919 წელს და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ პროფესიულ ასოციაციას, რომლის სპეციალიზაციაა მენეჯერული აღრიცხვა.