ENG GEO

Search form

კულინარიისა და ღვინის ფესტივალი კამპუსში

კვირა, 7 ივლისი, 2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ იმუშავა მორიგ კულინარიულ წიგნზე - „კოლხური ტაბლა“. წიგნი მომზადდა USAID ზრდა-ს დახმარებით და მისი პრეზენტაცია გაიმართება 7 ივლისს, 19:00 საათზე კულინარიის და ღვინის ფესტივალის ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში.
 
წიგნი წარმოადგენს კულინარიული წიგნების სერიას, რომელიც USAID ზრდა-ს დაფინანსებით 2018 წელს „მესხური ტაბლა“-ს გამოცემით დაიწყო და სამცხე-ჯავახეთში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
 
„კოლხური ტაბლა“ მოიცავს მეგრული, აფხაზური და სვანური სამზარეულოს 50-ზე მეტ განსაკუთრებულ და ავთენტურ კერძის რეცეპტს. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.
 
კულინარიის და ღვინის ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველო კულინარიის აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ მომზადებული წიგნიდან შერჩეული კერძები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ღვინო.
 
ფესტივალი ჩატარდება 7 ივლისს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში.
 
დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: