ENG GEO

Search form

VA[A]DS ქუთაისში

ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2019 to სამშაბათი, 16 ივლისი, 2019

გამოფენის კურატორი: ანასტასია ახვლედიანი

10 -16 ივლისი, 2019

გამოფენის გახსნა: ოთხშაბათი, 10 ივლისი,
18-20:00 საათამდე

მისამართი: TBC ბანკი, წერეთლის ქუჩა #2
აღმაშენებლის მოედანზე

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS წარმოგიდგენთ სტუდენტების ჯგუფურ გამოფენას TBC-ის გალერეაში. VA[A]DS-ის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს, აწყობენ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას. ეს გამოფენები, როგორც წესი, ტარდება უნივერსიტეტში ან თბილისის რომელიმე სხვა საგამოფენო სივრცეში. არტარეამ არა ერთხელ უმასპინძლა VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენას, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოაწყო VA[A]DS-ელების ერთდღიანი გამოფენა არტელი რაჭასთან თანამშრომლობით.

ქუთაისში გამოფენის მოწყობა სტუდენტების პირველი ინიციატივაა, როცა მათ თავიანთი ხელოვნების წარდგენა თბილისის გარეთ გადაწყვიტეს. შემოდგომაზე იგეგმება VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა თელავში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება VA[A]DS-ის ლექტორების: ნინო ქვრივიშვილის, ხატია ესართიასა და თეა გვეტაძის სტუდენტების ნამუშევრები.

გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი VA[A]DS-ის კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრებ, მათ შორის, ელენე ხვედაგურიძის ასემბლაჟები, სანდრო ანჩაბაძის ტექსტილისა და ცელოფანისგან შექმნილი ფარდაგები და იოანა წულაიას მონოქრომული თაბაშირის ობიექტები.

გამოფენა გაგრძელდება 16 ივლისამდე.
გამოფენის გახსნაზე გამოფენის ტურს ჩაატარებს VAADS-ის დეკანი, ირინა პოპიაშვილი.

გამოფენაში მონაწილეობენ:
ზიზი ადამია
სანდრო ანჩაბაძე
ალექსანდრე ბეგლარიშვილი
თათული თუთისანი
მარინე კანდელაკი
გიორგი კონტრიძე
ლუკა კორძახია
მერაბო ლომაძე
აკაკი მაქაცარია
თეო მასპი
სოფია ცინცაძე
მარი ყალაბეგაშვილი
იოანა წულაია
ელენე ხვედაგურიძე
თეო ხმალაძე
ანანო ჯანაშია
გვანცა ჯგუშია

Send notification via e-mail: