ENG GEO

Search form

კონფერენცია "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?"

6 ივლისს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა კონფერენცია "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?"
 
ღონისძიება გაიმართა "Brainstorming: ტვინის სემინარების" ფარგლებში და წარმოადგენს კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და ნეიროანთროპოლოგიის ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას.
 
კონფერენციაზე განხილულ იქნა თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავის ქალაში არსებული ნეირონების გროვაზე ისეთ რამეებს, როგორიცაა ანდაზები, მითები და ზღაპრები; ასევე თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონება მეტაფორას სხეულის დახმარებით; რა კავშირშია მშობლიური ენა და გაყოფილი ტვინი იმასთან, თუ როგორ ვცნობთ სახეებს; რა ხდება ტვინში, როცა ვუსმენთ სხვადასხვა სპიკერებს; ან მაშინ, როცა ვუყურებთ რაიმეს, რაც თვითაღქმისთვის მნიშვნელოვანია; ასევე საუბარი იყო იმაზე თუ სად გვტკივა - ტვინში თუ თავში და ეს ტკივილი ბიოლოგიურად დეტერმინირებულია თუ კულტურულად განპირობებული.
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა სპიკერებმა, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა.