ENG GEO

Search form

საზაფხულო სკოლა: "გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში"

10 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს 6 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, რომლებიც გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 200-მდე დარეგისტრირებული კანდიდატიდან. სკოლა 4 დღეს გაგრძელდება და მონაწილეები მოისმენენ ლექციებს შემდეგ საკითხებზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სიტყვის და გამოხატვის თავისულების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-10 მუხლთან მიმართებაში, აშშ-ის სასამართლოების პრაქტიკა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების შესახებ, აი ისას საქმე ეროვნულ და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლეობში. სემინარების ბოლოს გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. ასევე საზაფხულო სკოლის მხარდამჭერები არიან GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.