ENG GEO

Search form

ინჟინერიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის მისიაა სტუდენტები მოამზადოს კარიერული წამატებისთვის სისტემების ინჟინერიის სფეროში, ან სისტემების ინჟინერიის სფეროს მათ მიერ არჩეულ სპეციალიზაციაში.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:

  • კურსდამთავრებულები იყვნენ მოთხოვნადი და წარმატებულები შენობის სისტემების ინჟინერიის სფეროში
  • კურსდამთავრებულებმა შეძლონ პროფესიულ საქმიანობაში სწავლის პერიოდში განვითარებული კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გამოყენება და ჰქონდეთ ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი ინოვაციური ინტერდისციპლინარული საინჟინრო ცოდნის კარიერულ წინსვლაში გამოყენების გზით
  • კურსდამთავრებულებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე ინჟინერიის სფეროში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, და მზად იყვნენ სამოღვაწეო გარემოს ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განაახლონ და შეიძინონ ახალი ცოდნა.

პროგრამის მიზანია, ასევე, სტუდენტები უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლებით  და  მხარდაჭერით აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში. მათ ეს დაეხმარებათ მიზნების მიღწევასა და ისეთი ცოდნის და გამოცდილების მიღებაში, რომელიც პროფესიული მოთხოვნების მაღალ დონეზე დაკმაყოფილების გზით კურსდამთავრებულთა წარმატებას განაპირობებს ინჟინერიის სფეროში.

შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  მიზნები თანხვედრაშია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ზოგად მისიასთან და წარმოადგენს ამ მისიის პრაქტიკაში განხორცილების ერთ-ერთ აკადემიურ მექანიზმს -  შექმნას სწავლის, სწავლების და კვლევისათვის ხელმისაწვდომი გარემო, რომელიც სტუდენტებს კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს განუვითარებს, რაც მომავალ კურსდამთავრებულებს ხელს შეუწყობს იყვნენ მოქნილები და წარმატებულები მუდმივად ცვალებად საქმიან სამყაროში.

სწორედ ზემოაღნიშნული განაპირობებს იმას, რომ პროგრამა ინჟინერიის საფუძვლების ფართო სპექტრს ფარავს. პროგრამაში ინჟინერიის სხვადასხვა სფერო გაერთიანებულია ინჟინერიისადმი სისტემური მიდგომის გამოყენებით, რაც ასახულია პროგრამის დინამიურობაში, მის ინტერდისციპლინურობაში და რაც ხელს უწყობს საბაზრო ცვლილებებისადმი კურსდამთავრებულების სწრაფ ადაპტაციას.

პროგრამა ფოკუსირებულია შენობის საინჟინრო სიტემების ინტეგრირებულ, ჰოლისტურ ხედვაზე, გაცნობიერებაზე, ანალიზსა და ურთიერთმოქმედების საკითხებზე. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ როგორც შენობის ცალკეული საინჟინრო სისტემების დაპროექტებაში, მონტაჟში, გამართვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება, ასევე, მათ ეცოდინებათ ამ სისტემების ურთიერთქმედების ეფექტები და გამოწვევები, ამ ამოცანების გადაჭრის გზები, შეეძლებათ მათი შეფასება და გადაწყვეტა პრაქტიკულ საქმიანობაში.

სტუდენტებს პროგრამა აწვდის სასწავლო კურსებს ინტერდისციპლინური სწავლების გზით, რათა აღზარდოს კომპლექსურად მოაზროვნე, საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე ინჟინერიის სფეროს მომავალი ლიდერები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა შენობის საინჟინრო სისტემები, მისი ინფრასტრუქტურა, ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობა,  ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული სისტემების ინჟინერია.

პროგრამის ფარგლებში ინტერდისციპლინარული სწავლება გამომდინარეობს ბაზრის კვლევიდან, რომლის თანახმადაც საქართველოში ინჟინერიის კვალიფიციური პროფესიონალების  დეფიციტია ზემოხსენებულ მიმართულებებში. სწორედ ამის გამო კომპანიებს  უწევთ უცხოეთიდან კადრების მოწვევა, ან ფიზიკის და სხვა მომიჯნავე დარგის კურსდამთავრებულთა სამუშაო ადგილზე გადამზადება ასეთი საინჟინერო მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს ფუნდამენტურ კურსებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, რაც შესაბამის აკადემიურ პლატფორმას ქმნის შემდგომში საინჟინრო დაპროექტების, საკონსულტაციო, ზედამხედველობისა და მართვის კურსებისთვის. პროგრამის სტრუქტურა უზრუნველყოფს ინჟინერიის სფეროში პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის სათანადო სინთეზსს.

პროგრამა ითვალისწინებს საწარმოო პრაქტიკასა და შენობის ინჟინერიის დასკვნით პროექტს, რომლის მიზანია სტუდენტებმა სწავლის დროს შეძენილი ცოდნა და უნარები დაპროექტების რეალური ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენონ და შედეგად შექმნან პროექტი, რომელიც სფეროს პროფესიონალების მიერ შეფასდება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროექტებს, რომლებიც ინჟინერიის სტუდენტებმა არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან ერთად უნდა შეასრულონ, რაც მათ დამატებით განუვითარებს ინტერდიციპლინური თანამშრომლობისა და კომპლექსური აზროვნების უნარს.

ინტერდისციპლინური სწავლების მიდგომის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება უნივერსიტეტის არჩევითი კურსებიდან შეარჩიონ ის საგნები (მაგალითად: კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამიდან, არქიტექტურის პროგრამიდან), რომლებიც მათ მომავალში წარმატებული კარიერის შექმნაში დამატებით შეუწყობს ხელს.

პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სანჟინრო დაპროექტების და საინჟინრო სისტემების მართვის სფეროში. ამასთან, მათ ექნებათ შესაბამისი აკადემიური საფუძველი გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე საქართველოში ან საზღვარგარეთ იმ შერჩეული ინჟინერიის მიმართულებით, რომელიც მათ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. 

დარეგისტრირდი გაცნობით პროგრამაზე და გაიგე მეტი.

პროგრამას ხელმძღვანელობს ახალი ზელანდიელი პროფეროსი მაიკლ სონდერსი.