ENG GEO

Search form

საჯარო ლექცია: "თანასწორობის კონსტიტუციური კონტროლი" და კვლევის პრეზენტაცია

ხუთშაბათი, 17 October, 2019

17 ოქტომბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) ჩატარდება თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით ზედელაშვილის საჯარო ლექცია - „თანასწორობის კონსტიტუციური კონტროლი“.

ამავე დღეს 19:00 საათზე, გაიმართება კვლევის პრეზენტაცია „თანასწორობის კონსტიტუციური შემოწმება - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს, სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს იურისპრუდენციის ანალიზი“.

საჯარო ლექცია და კვლევის პრეზენტაცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)“ ხელშეწყობით.

დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: