ENG GEO

Search form

ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია: "საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები"

16 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: "საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები".

ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა ჩინეთის მსოფლიო როლზე, "სარტყელისა და გზის" ინციატივასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობებზე.

ბექა მიქაბერიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში. მას აქვს თიენძინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.