ENG GEO

Search form

მემორანდუმი სახალხო დამცველთან

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მემორანდუმის მიხედვით, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელები მიეწოდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. სახალხო დამცველი კი უზრუნველყოფს საკონსტიტუციო კლინიკის ფარგლებში მომზადებული მისთვის საინტერესო სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენას აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში.