ENG GEO

Search form

დასაქმების ფორუმი

11 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში რიგით მე-11 დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
 
ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 100% დასაქმებულია.
 
კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.
 
დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული.