ENG GEO

Search form

MACS-ის ინჟინრების, აკოს და გუგას კიდევ ერთი დიდი წარმატება

2018 წლის კურსდამთავრებულები აკო აკოფიანი და გუგა ბურდული მიიწვიეს გერმანიაში მათი ნაშრომის შედეგების წარსადგენად.
აკომ და გუგამ, პირველად, გენეტიკური ალგორითმის საშუალებით შესძლეს მოკლე დროში პარამეტრების ეფექტურად შერჩევა მილიმეტრული ზომის საკომუნიკაციო სისტემების დასამზადებლად.
 
გენეტიკური ალგორითმს თავად დიდი ისტორია აქვს და ფართოდ გამოიყენება გასული საუკუნის 60-იანის წლებიდან დაწყებული. იგი ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.
 
აკომ და გუგამ პირველად მიუსადაგეს ეს ალგორითმი აღნიშნულ საინჟინრო პრობლემას და აჩვენეს საკმაოდ კარგი შედეგები. მათ ასევე თავისი ხელით ააწყვეს და ჩაატარეს ექსპერიმენტი მილიმეტრული დიაპაზონის ხელსაწყოებისათვის. ექსპერიმენტულმა შედეგებმა აჩვენა კარგი თანხვედრა თეორიულ მოდელთან.
 
ნაშრომი დაწერილია დუისბურგ-ესენის (გერმანია), ETH Zurich (შვეიცარია), Postech (სამხრეთ კორეა) და ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (იაპონია) ჩართულობით.
 
აკო და გუგა უკვე მესამე წელია აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო მუშაობაში ინჟინერიის მიმართულებით. ისინი ჩართულები არინ ასევე რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, პარალელურად, კი მიწვეული მომხსენებლები ამერიკაში, გერმანიაში და სხვა რამენიმე ქვეყანაში.
 
აკო და გუგა ამჟამად ამზადებენ ვრცელ სამეცნიერო ნაშრომს.
 
მათი კვლევების და სამეცნიერო თემის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.