ENG GEO

Search form

ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი"

პარასკევი, 20 December, 2019

20 დეკემბერს 11:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #420) გაიმართება ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი".

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და "მომავალ დიპლომატთა კლუბი".

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი", ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

 

დასწრება თავისუფალია.

დღის წესრიგი

Send notification via e-mail: