ENG GEO

Search form

ანა გოგბერაშვილი სწავლას ჩინეთში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მაინორის კურსდამთავრებულმა ანა გოგბერაშვილმა HSK და HSKK-ის გამოცდების ჩაბარებისა და გასაუბრების შედეგად მოიპოვა კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია.
 
ანა 2019 წლის სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ჩინეთში, ქალაქ ჭენგჭოუში და გადის ერთწლიან სტაჟირებას ჭენგჭოუს წამყვან უნივერსიტეტში ("Zhengzhou University") ჩინურ ენაზე.