ENG GEO

Search form

ნინა ქარაბაკი ჩინური ენის შესწავლას ჩინეთში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებულმა და კონფუცის ინსტიტუტის მსმენელმა ნინა ქარაბაკმა მოიპოვა კონფუცის ინსტიტუტის სრული დაფინანსება, რის შედეგედაც ჩინური ენის შესწავლას უკვე ჩინეთში აგრძელებს.

ის ამჟამად ერთწლიან სტაჟირებას გადის ჭენგჭოუს უნივერსიტეტში (Zhengzhou University).

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის პროგრამა მოიცავს ჩინური ენის ინტენსიურ კურს, რომელიც სტუდენტებს ენის წარმატებით შესწავლის და პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს.