თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი პროგრამა - შენობის სისტემების ინჟინერია განკუთვნილია საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე ახალგაზრდებისთვის - ინჟინერიის სფეროს მომავალი ლიდერებისათვის.
პროგრამით დაინტერესებულ XI-XII კლასელებს გიწვევთ კონკურსში - Bonum Domum - მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად კახა ბენდუქიძის კამპუსში.
კონკურსი შეამოწმებს მონაწილეთა უნარს, ერთი მხრივ გააცნობიერონ როგორ მუშაობს შენობის ინტეგრირებული საინჟინრო სისტემები და მეორე მხრივ მოუძებნონ ოპტიმალური გადაწყვეტა კონკურსის დავალებაში მოცემულ სიტუაციებს.
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ შენობის სისტემების ინჟინერიაზე სწავლის საფასურის ვაუჩერს:
I ადგილი - 1600 ლარი
II ადგილი - 1200 ლარი
III ადგილი - 800 ლარი
*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
*სამივე პრიზი გაიცემა ოცზე მეტი კონკურსანტის შემთხვევაში.
რეგისტრაცია დასრულდება 17 მარტს.