ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის კიდევ სამი კურსდამთავრებული სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის 2019 წლის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულები გიორგი წერეთელი, გვანცა ღუტიშვილი და მიშო სოხაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებენ.

გიორგის უკვე აქვს თანხმობა ორი უნივერსიტეტიდან - Washington University in st Louis და  Binghamton University in New York,  მიშო University of Virginia-მ მიიღო, ხოლო გვანცას აქვს თანხმობა North Carolina State University-სგან. 

სამივე მათგანი სრული დაფინანსებით ისწავლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.

ჩვენს ფიზიკოსებს აპლიკაციები ამერიკის სხვა უნივერსიტეტებშიც აქვთ გაგზავნილი, საიდანაც პასუხი ახლო მომავალში ჩამოვა. ჩვენი კურსდამთავრებულები ზუსტად რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებენ.