ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან

კახა ბენდუქიძის სახელობის სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში უკვე მეშვიდედ ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით მიმდინარე წლის 30 იანვარს. კონფერენციის მიზანია მისცეს სტუდენტების შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და გადადგან პირველი ნაბიჯები სამეცნიერო საქმიანობაში.

კონფერენციის მოხსენებათა განხილვის შედეგად კომისიამ, რომელიც სკოლის პროფესორებით არის დაკომპლექტებული, საუკეთესო მოხსენებათა ავტორებად მიიჩნია სამი სტუდენტი: ქეთო არაბული, მარიამ არუსტაშვილი და მარიამ მჭედლიძე.

ტრადიციულად, კონფერენციის გამარჯებული სტუდენტები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ფიზიკაში.

წელს საერთაშორისო კონფერენცია პირველად გადის ევროპის ფარგლებს გარეთ და ჩატარდება მექსიკის ქალაქ პუებლაში.