ENG GEO

Search form

პროექტი - მთლიანად ოპტიკური ღრეჩო-სოლიტონური სიგნალებით ოპერირება ფოტონურ-კრისტალურ ნანოსტრუქტურულ ტალღგამტარებში და მისი გამოყენება ციფრულ გამაძლიერებლებსა და ლოგიკურ გეიტებში

პროექტის სახელწოდება: მთლიანად ოპტიკური ღრეჩო-სოლიტონური სიგნალებით ოპერირება ფოტონურ-კრისტალურ ნანოსტრუქტურულ ტალღგამტარებში და მისი გამოყენება ციფრულ გამაძლიერებლებსა და ლოგიკურ გეიტებში.

პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი

პროექტის ბიუჯეტი: 240 000

მოკლე ანოტაცია: აღნიშნულ პროექტში წარმოვადგენთ მთლიანად ოპტიკური (AND, NOT, NAND, OR) ლოგიკური გეიტების რეალიზაციას ჩვენს მიერ შემუშავებული ღრეჩოსშიგა გამტარებლობის (bandgap transmission) მეთოდის საშუალებით. ამისათვის ჩვენ ვიხილავთ ბმულ არაწრფივ ფოტონურ-კრისტალური ტალღგამტარული სისტემის რეალურ მოდელს (InP/InGaAsP, Silicon photonics) კერის არაწრფივობის გამოყენებით. აღნიშნული მოდელი ფართოდ გამოიყენება ექსპერიმენტის ჩატარებისას. პროექტის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ პირველად წარმოვადგენთ მთლიანად ოპტიკური ლოგიკური გეიტების რეალიზაციას სოლიტონის გამოყენებით, რომელიც ინარჩუნებს ფორმას ტალღგამტარულ სისტემაში გავრცელებისას. ჩვენს მიერ წარმოადგენილი სქემა მუშაობს როდესაც ოპერირების სიხშირე მდებარეობს დისპერსიულ მრუდთან ძალიან ახლოს. შესაბამისად სტრუქტურის დისპერსიული მრუდების სწორად დათვლა ჩვენი პროექტისათვის უმნიშვნელოვანესია. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ შემუშავებულ მეთოდს, რომელიც სწრაფად და ზუსტად ითვლის ბმული ფოტონურ-კრისტალური სისტემის მოდებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ პროექტში განვიხილავთ კასკადურ სისტემას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სისტემიდან გამოსულ იმპულსულ სიგნალს პირდაპირ ვუშვებთ მეორე სისტემაში და ა.შ.. შესაბამისად, ჩვენი მოდელი იქნება მაქსიმალურად დაახლოვებული რეალურ მოდელთან. პროექტში რიცხვითი ანალიზისას ჩვენ გამოვიყენებთ FDTD (finite-difference time-domain) კოდს.