ENG GEO

Search form

ირინა მაჭავარიანი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის არაბული მიმართულების კურსდამთავრებული ირინა მაჭავარიანი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.

ირინამ ფულბრაითის კონკურსში გაიმარჯვა და მისურის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის ორი წელი. მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ირინას სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ფულბრაითის პროგრამა ფარავს.