ENG GEO

Search form

მარიამ ქვარცხავა სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქვარცხავა სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.
მარიამმა კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიების კონკურსში გაიმარჯვა რის შედეგადაც, იგი ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში - ჭენგჭოუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით განაგრძობს ჩინური ენისა და ლიტერატურის შესწავლას. 

მარიამმა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ჩააბარა ჩინური ენის არაერთი საერთაშორისო გამოცდა, მათ შორის HSK 2,3, 4 და HSKK 2  გამოცდები. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში.