ENG GEO

Search form

გიორგი ცერაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული გიორგი ცერაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

გიორგიმ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დაფინანსება მოიპოვა და მის მიერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ჭენგჭოუს უნივერსიტეტში ენის შემსწავლელ პროგრამაზე გაივლის სტაჟირებას. მას დაუფინანსდება საცხოვრებელის ხარჯები და დამატებით მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიასაც.

გიორგიმ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის გამოცდები (HSK 2,3,4) და  HSKK  სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა. ის ასევე ჩართული იყო კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.