ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: მისი მნიშვნელობა და შემდგომი ნაბიჯები

სამშაბათი, 16 თებერვალი, 2021
16 თებერვალს 15:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია “ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: მისი მნიშვნელობა და შემდგომი ნაბიჯები.”
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი, მიღწევები, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები; გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და შემდგომ პერიოდში ევროსასამართლოში წარდგენილ ინდივიდუალურ საქმეებზე და სხვა სახელმწიფოთა-შორის დავებზე, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო დავებზე.
ლექციას გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები: თინათინ ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე/ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობის პროგრამების უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში; ლევან მესხორაძე - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში/ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი; ნინო ჯომარჯიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. ლექციას მოდერაციას გაუწევს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ თომაშვილი.
საჯარო ლექცია ჩატარდება Facebook Live-ის მეშვეობით.
საჯარო ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.
Send notification via e-mail: