ENG GEO

Search form

ერთობლივი პროგრამა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტსა და ვოშბორნის უნივერსიტეტს შორის გაფორებულია ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის 5 სტუდენტს შეუძლია 1 წლის განმავლობაში ისწავლოს აშშ-ში, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ვოშბორნის უნივერსიტეტში ათვისებული კრედიტების აღიარება ხდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. კურსდამთავრებულს ბიზნესის სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია ენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის მიერ ცალ-ცალკე. მემორანდუმის ფარგლებში, პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს ჩააბაროს ნიუიორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა. მემორანდუმი შეთანხმებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.