ENG GEO

Search form

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო მეცნიერები, რომელთაც აქვთ სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების წარმოების დიდი გამოცდილება. სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს პროგრამის ინტერნაციონალიზაციას  და ცალკეული კომპონენტების განვითარების მიმართულებით უწევს კონსულტაციას.  კვლევის წარმართვის პროცესში, საბჭოს წევრები კონსულტაციას უწევენ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს (ინდივიდუალური კვლევითი ინტერესებისა და საჭიროების საფუძველზე).  

საბჭოს წევრები

 

 

 

1. ჯეიმს უერჩი James V. Wertsch (PhD ჩიკაგოს უნივერსიტეტი)

  • სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ანთროპოლოგიასა და საერთაშორისო კვლევებში (International Area Studies)
  • დევიდ ფრანცისის გამორჩეული პროფესორი
  • მაკდონელის აკადემიის ემერიტუს დირექტორი
  • კვლევითი ინტერესები: ნაციონალური ნარატივები, კოლექტიური მეხსიერება და იდენტობა, ამერიკა, რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე.

  

2. ჯეფრი ოლიკი Jeffrey Olick (PhD იელის უნივერსიტეტი)

  • ვირჯინიის უნივერსიტეტის ვილიამ კენანის სახელობის გამორჩეული პროფსორი სოციოლოგიასა და ისტორიაში.
  • ვირჯინიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • მეხსიერების კვლევების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (MSA)
  • კვლევითი ინტერესები: კოლექტიური მეხსიერება და კომემორაცია, კრიტიკული თეორია, ტრანზიციული სამართალი, ომისშემდგომი მეხსიერება გერმანიაში, სოციოლოგიური თეორია.

 

3. პასკალ ბოიერი Pascal Boyer (PhD პარიზის უნივერსიტეტი)

  • სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროფესორი
  • ჰენრი ლუსის სახელობის გამორჩეული პროფესორი
  • კვლევითი ინტერესები: რელიგია, კოგნიტური პროცესი, კულტურული ტრანსმისია, კროსკულტურული ფსიქოლოგია. 

 

4. კეიტი როუზ ჰეიტმანეკი Katie Rose Hejtmanek (PhD ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ ლუისში)

  • ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (CUNY) პროფესორი ანთროპოლოგიასა და არქეოლოგიაში, ბაშვთა და ახალგაზრების კვლევებში.
  • კვლევითი ინტერესები: ფსიქოლოგიური, სამედიცინო და კულტურული ანთროპოლოგია, კრიტიკული რასის თეორია, მენტალური აშლილობები, ემოცია და ახალგაზრდული კულტურა.

 

5. დოკ მაკალისტერ ბილინგსლი Doc McAlister Billingsley (PhD ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ ლუისში)

  • ელმირას კოლეჯის, სოციალური და ქცევით მეცნეირებების პროფესორი ანთროპოლოგიაში.
  • კვლევითი ინტერესები: ისტორიული ცოდნის პროდუქცია, პან-მაია მოძრაობები, გვატემალა, მეხსიერება, მეხსიერების ნარატივები.

 

6. თორნიკე მეტრეველი (PhD ბერნის უნივერსიტეტი)

  • შვეიცარიის სენტ გალენის უნივერსიტეტის ლექტორი სოციოლოგიაში და ნაციონალიზმის კვლევებში
  • შვეიცარიის სენტ გალენის უნივერსიტეტის პოსტდოქტორალური მკვლევარი
  • კვლევითი ინტერესები: რელიგია და პოლიტიკა, ნაციონალიზმი, ძალადობის სოციოლოგია, ინტერკონფესიური ურთიერთოებები უკრაინაში, რელიგიის გავლენა პოლიტიკურ ტრანზიციაზე საქართველოსა და სერბეთში.