ENG GEO

Search form

ხატია მჭედლიშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ხატია მჭედლიშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს. ხატიამ წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდები (HSK 2,3,4). მაღალი აკადემიური მოსწრების, ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის, არაერთი საპრიზო ადგილის დაკავებისა და გასაუბრების საფუძველზე, წარმატებით გაიარა კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში და წარდგენილი საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე მოიპოვა ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია სრული დაფინანსებით.