ENG GEO

Search form

ანა გაგუა სწავლას ევროპაში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადობრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული ანა გაგუა სწავლას ევროპაში გააგრძელებს.

ანამ ერასმუს მუნდუსის ერთიანი სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა და ციფრული კომუნიკაციების, პოლიტიკისა და ინოვაციების ორწლიან პროგრამაზე ისწავლის. ის პირველ სემესტრს ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში გაატარებს, შემდეგ წელს კი - ბელგიაში, ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Brussel).

აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამას მრავალფეროვანი კავშირები აქვს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან, მათ შორისაა: კალიფორნიის უნივერსიტეტი (UCLA), ავსტრალიის ქვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (QUT), სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის ოლბორგის უნივერსიტეტი (AAU). სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო ნაშრომის თემიდან გამომდინარე შეარჩიონ რომელ პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარებენ ბოლო სემესტრს.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას ანას ძირითადი ინტერესები იყო პოლიტიკის მეცნიერებები, დემოკრატიზაციის პროცესები, საბჭოთა კვლევები და საჯარო პოლიტიკა. ანამ ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, „დემოკრატიული ტრანზიციები საბჭოთა მემკვიდრეობის ჩრდილში - დაკარგული პრე-კომუნისტური გამოცდილება“.