ENG GEO

Search form

დაჩი ჭოლაძე Pulsar AI-ის თანადამფუძნებელია

დაჩი ჭოლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებულია. ის არის Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და CEO - პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, რომელმაც Silicon Valley-ის Angel-ინვესტორებისა და VC ფონდებისგან $1.2 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა 2019 წელს.
 
ინვესტიციის მოზიდვის პირველი რაუნდიდან უმოკლეს დროში კი Pulsar AI ავტომობილების ციფრული გაყიდვების გლობალურმა კომპანია SpinCar-მა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეისყიდა. ეს გარიგება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა.
 
სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. Pulsar AI-მ ამერიკულ ბაზარზე ნახევარ წელიწადში ავტომობილების 70-ზე მეტი დილერი კომპანია დააინტერესა და ყველა მათგანი ახლა ქართველი ინოვატორების სერვისის მომხმარებელია. ეს რიცხვი კი SpinCar-თან ერთად სწრაფად იზრდება და პულსარის პროდუქტმა ამერიკის ავტოინდუსტრიაში წარმატებით დაიმკვიდრა თავი.
 
დღეს, Pulsar AI-ს ოფისები თბილისსა და სან-ფრანცისკოში აქვს.