ENG GEO

Search form

მარიამ სიმონიშვილი მანჩესტერის უნივერსიტეტის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული მარიამ სიმონიშვილი მანჩესტერის უნივერსიტეტის კონფერენციაში Alternative Futures & Popular Protests მიიღებს მონაწილეობას.

1995 წლიდან დღემდე, კონფერენციაზე განიხილება სოციალური მოძრაობები და პროტესტი სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან. მასში მონაწილეობას იღებენ  მკვლევარები და პროფესორები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

უნივერსიტეტმა აბსტრაქტის წარდგენიდან მალევე დაუდასტურა მარიამს კონფერენციაში მონაწილეობა. ის კონფერენციაზე საკუთარი საბაკალავრო ნაშრომით One Month of “Shame”: Dynamic of Students’ Participation in “Shame” Social Protests in Georgia წარდგება.
ნაშრომი ეხება 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებს.