ENG GEO

Search form

სიმეონ ჯანკოვის საჯარო ლექცია კამპუსში

ოთხშაბათი, 2 ივნისი, 2021

2 ივნისს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #224) სიმეონ ჯანკოვი ჩაატარებს საჯარო ლექციას: „რეფორმების გზით ეროვნული იდენტობის ცვლილება“.

ლექციაზე თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვატო ლეჟავა სიმეონ ჯანკოვს თავისუფალი უნვერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს.

სიმეონ ჯანკოვი არის ცნობილი ეკონომისტი, Doing Business World Bank Study-ის (ბულგარეთი) ავტორი და Peterson Institute for International Economics-ის უფროსი მკვლევარი. 2009-2013 წლებში იყო ბულგარეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მანამდე კი – ფინანსების და კერძო სექტორის მთავარი ეკონომისტი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის საკურატოროში.

სხვადასხვა წლებში სიმეონ ჯანკოვი იყო Journal of Comparative Economics-ის ასოცირებული რედაქტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საბჭოს თავჯდომარე, New Economic School-ის რექტორი მოსკოვში, Financial Markets Group-ის მკვლევარი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 2017-2018 წლებში მან უხელმძღვანელა მსოფლიო ბანკის მსოფლიოს განვითარების ანგარიშს, ხოლო 2019 წელს იყო Development Economics-ის დირექტორი მსოფლიო ბანკში.

 

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

FB event

Send notification via e-mail: