ENG GEO

Search form

მარიამ კარკალაია თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, მარიამ კარკალაია ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
 
წლების წინ მარიამმა კარიერა სწორედ თეგეტაში დაიწყო, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ახლა კარიერულ განვითარებას ამავე კომპანიაში ახალი როლით გააგრძელებს, სადაც ბრენდის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასა და კომუნიკაციაზე იზრუნებს.
 
მარიამი ასევე კრეატიულ ინდუსტრიაში - ლივინგსტონში, უფროსი ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ის ჩართული იყო საერთაშორისო წამყვან კლიენტებთან კომუნიკაციაში და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის, კიევის საერთაშორისო ფესტივალზე KIAF-ზე წარდგენილ 3 პროექტს. ამ პროექტებიდან ერთ-ერთმა - "ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია” აიღო 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი.