ENG GEO

Search form

საჯარო ლექცია: "ბავშვთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა, პრაქტიკა და საპროცესო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები"

ოთხშაბათი, 30 ივნისი, 2021

30 ივნისს 12:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ბავშვთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა, პრაქტიკა და საპროცესო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები".

 
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობა და რეფორმები, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და აქტუალური საპროცესო სამართლებრივი საკითხები.
 
საჯარო ლექციას გაუძღვებიან: ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ანა არგანაშვილი - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მანანა მესხიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ლექციას მოდერაციას გაუწევს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მარინე კაპანაძე.

ლექცია ჩატარდება Facebook Live-ის მეშვეობით თავისუფალი უნივერსიტეტის Facebook გვერდიდან.

საჯარო ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.
Send notification via e-mail: