ENG GEO

Search form

შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის წიგნმა გაიმარჯვა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, პროფესორ გურამ ჩიქოვანის წიგნმა "ცენტრალური აზიის არაბული დიალექტები: კაშკადარიული და ბუხარული დიალექტები".

წიგნი წარმოადგენს პერიფერიული არაბული დიალექტების სრულ, ენათმეცნიერულ გამოკვლევას (ფონოლოგია, გრამატიკა, ლექსიკა, ტექსტები, თარგმანები, განმარტებები). ნაშრომი ავტორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. იგი სხვადასხვა დროს, ცენტრალურ აზიაში, სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად მოპოვებული ლინგვისტური მასალების ანალიზს შეიცავს. წიგნი მნიშვნელოვანია არაბული და ზოგადად, სემიტური ენების ისტორიის, ენობრივი კონტაქტების, ენის განვითარების ტენდენციების კვლევის თვალსაზრისით. ცენტრალურაზიური არაბული სემიტოლოგიაში არაბისტიკის ქართული სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა. წიგნი დაწერილია ინგლისურ ენაზე, რაც იძლევა საშუალებას, გავაცნოთ მკვლევართა ფართო აუდიტორიას, საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებს, საქართველოში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევის შედეგები.

პროექტის კოორდინატორია ანი მილაშვილი. წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.