ENG GEO

Search form

ონლაინ დისკუსია თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებსა და პროფესორებს შორის

3 აგვისტოს გაიმართა ონლაინ დისკუსია თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებსა და პროფესორებს შორის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვოშბორნის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კვლევების განხილვა იმ ამიკუსებთან დაკავშირებით, რომლებზეც მუშაობენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.

პირველი კვლევა შეეხებოდა საქმეს „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". საკონსტიტუციო სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ადვოკატისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა კონფლიქტშია მეწარმეობის თავისუფლებასთან.  სავალდებულო წევრობის მოთხოვნა გაუმართლებლად ზღუდავს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების კონსტიტუციურ უფლებასაც.

მეორე მოსაზრება ეხება საქმეს შპს "მთავარი არხი", შპს "ტელეკომპანია პირველი", შპს "ტელეკომპანია კავკასია", შპს "ფორმულა", ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეების მიერ სადავოდ არის გამხდარი ბავშვთა უფლებების კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეიძლება ზღუდავდეს მათ გამოხატვის თავისუფლებას.

დისკუსია ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.